რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმს მართვადი ავიაბომბებით (КАБ) დაარტყეს, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვი.
ამის შესახებ სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ გრიგოროვმა განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
გრიგოროვის თქმით, რუსეთის ძალებმა საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
თავდასხმის შედეგად ქალაქის კოვპაკოვსკის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე სამი დაშავებულის შესახებ, მათ შორის არის არასრულწლოვანი.
ამასთან, უკრაინის ეროვნულ პოლიციაში გამმარტეს, რომ დარტყმები ქალაქის პარკის ტერიტორიასა და ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.
„თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ექვსმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებულებს შორის არის 1 წლისა და 5 თვის გოგონა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.