აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როდესაც ირანის წინააღმდეგ ომს მოიგებს, ნავთობის ფასი მაშინვე დაეცემა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ნავთობის ფასი ერთ გალონზე ორ დოლარამდე დაეცემა.
„როდესაც ირანთან ომს მოვიგებთ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა, როგორც ყველაფერი დანარჩენი ეცემა, თუმცა კიდევ უფრო მეტად. სამი დოლარი გალონზე, მაგრამ, საბოლოოდ, გალონზე ორ დოლარზე ნაკლები იქნება. ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება და ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, - წერს დონალდ ტრამპი.