უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქში რუსულ რადიოლოკაციურ სადგურსა და რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსს დაარტყეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 სექტემბერს რუსეთის ბრიანსკის ოლქში რუსეთის სამხედრო ძალების რადიოლოკაციურ სადგურზე, რადიოელექტრონული ბრძოლის (РЭБ) კომპლექსსა და MESH-ქსელების რეტრანსლატორზე დარტყმები განახორციელეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რადიოლოკაციური სადგური კარტუშინის რაიონში განადგურდა, რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსს უკრაინულმა ძალებმა პოგართან ახლოს დაარტყეს.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზლინეცში რუსეთის ჯარების MESH-ქსელების რეტრანსლატორიც გაანადგურეს.
გენერალური შტაბის ცნობით, მიყენებული ზიანის მასშტაბი ამ დროისთვის ზუსტდება.