უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ https://t.me/V_Zelenskiy_official/20706განაცხადა, რომ 5 სექტემბრის ღამეს რუსეთი მიზანმიმართულად დაესხა თავს კიევის (ჟულიანის) და ბორისპოლის აეროპორტებს. მისი თქმით, ეს დიდი ხნის განმავლობაში პირველად მოხდა.
ზელენსკიმ ეს დარტყმები დაუკავშირა იმ განხილვებს, თუ როგორ შეიძლება ამერიკულმა მხარემ თვითმფრინავი გამოიყენოს უკრაინაში ჩასასვლელად და ერთ-ერთ აეროპორტში დასაშვებად.
„აშკარაა,, აეროპორტებზე ასეთი რუსული დარტყმები წარმოადგენს რეაქციას ამერიკული მხარის მიერ უკრაინაში ჩასვლასა და კიევის ან ბორისპოლის აეროპორტებში დაშვების შესაძლებლობის განხილვასა და მომზადებაზე, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ეს ნაბიჯი დააფიქსირა და მომავალ კვირას რუსეთის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით თავის ოპერაციებს შესაბამისად შეცვლის.
ზელენსკის კონკრეტული ინფორმაცია აეროპორტებზე დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ არ გაუვრცელებია.