4 სექტემბრის დილით რუსეთის იერიშის შედეგად ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.
ამის შესახებ ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა განაცხადა.
იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია.
ლისაკს განცხადებით, ქალაქის ერთ-ერთ რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, დაზიანებულია ბინები, ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადები. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.
.