აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთი მიგრაციული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში ესპანეთი განადგურდება.
ტრამპმა ამის შესახებ ბრიტანულ ტელეარხ GB News-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი განცხადება ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავ სეუტაში შექმნილ მიგრაციულ კრიზისს უკავშირდებოდა.
„ესპანეთი განადგურდება. მე ესპანეთთან ჩემი პრობლემები მქონდა, რადგან ის ნატო-სთან მიმართებით სათანადოდ არ იქცევა და არ იხდის იმდენს, რამდენიც უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა ტრამპმა.
მან სეუტაში მაროკოდან მიგრანტების მასობრივი გადასვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენების ხილვა „ძალიან სამწუხაროა“.
"მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, სადაც თქვენც გაქვთ საკუთარი პრობლემები, თუმცა ის ისეთი თვალსაჩინო არ არის, როგორც იქ. იცით, თქვენს ქვეყანაში ასე ათასობით ადამიანი არ იჭრება. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სეუტაში მიგრაციული კრიზისი ივლისის ბოლოს გამწვავდა, როდესაც მაროკოდან ათიათასობით მიგრანტი ესპანეთის ანკლავში გადავიდა. 2 სექტემბერს სეუტის მოსახლეობამ მადრიდის ხელისუფლების მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციებიც გამართა.
ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს მტკიცებულება, რომ ივლისში სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლა მაროკოს ხელისუფლებამ დაგეგმა.