დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში SCALP-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტების ადგილობრივი აწყობის ხაზების შექმნის საკითხზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. რაკეტების წარმოებაში ფრანგული და ბრიტანული ტექნოლოგიები გამოიყენება.
ბერნემმა მაკრონს დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთო ინტერესების დასაცავად წინსვლის გზების მოსაძებნად ერთობლივი მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„რაც შეეხება უკრაინას, მათ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები უკრაინაში SCALP-ის შორეული მოქმედების რაკეტების ადგილობრივი აწყობის ხაზების შესაქმნელად, რომლებშიც ბრიტანული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. ასევე შეაჯამეს გასულ კვირას კიევში გამართული „მსურველთა კოალიციის“ წარმატებული შეხვედრის შედეგები“, – ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.