რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე შეთანხმება პირველ რიგში თავად რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ, ხოლო სხვა ქვეყნებს მხარეების მხარდაჭერა და დახმარება შეუძლიათ. ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„პირველ რიგში, რუსეთი და უკრაინა უნდა შეთანხმდნენ. ყველა სხვა ქვეყანა მზად არის, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ამ საკითხს მუდმივად უსვამენ ხაზს როგორც აშშ, ისე ჩინეთი. პუტინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც მასთან შეხვედრებისას მუდმივად აყენებს უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შანსი, მისი შეფასებით, კვლავ არსებობს.