აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „ტრამპის სრუტის“ დარქმევის შეთავაზებით გამოვიდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
ტრამპმა თავისი წინადადება იმით ახსნა, რომ, მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე „შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშაა“.
„ახლა, როცა ის აშშ-ის კონტროლის ქვეშაა, ხომ არ უნდა დავარქვათ ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“? როგორც თავად ამერიკა, ის ყველაზე „ცხელი“ გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა!“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპს გეოგრაფიული სახელების შეცვლის იდეა ადრეც გამოუთქვამს და რამდენიმე შემთხვევაში ეს მხოლოდ იდეად არ დარჩენილა. 2025 წელს მან ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკის ყურისთვის სახელის შეცვლისა და „ამერიკის ყურის“ დარქმევის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას ონტარიოს ტბისთვის „ამერიკის ტბის“ სახელის დარქმევის შესახებ, კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე. გარდა ამისა, ის ორი ოკეანისთვის სახელის შეცვლაზეც ფიქრობს.