უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) ოფიციალურად აცნობა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო არ არის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
"უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალურად აცნობა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო არ არის, რადგან სამხედრო აქტივობა გაზრდილია. მოვუწოდებთ ყველას, თავი აარიდოს მის გამოყენებას.
რუსეთი მიზანმიმართულად უგულებელყოფს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად არსებულ საფრთხეებს, რასაც ბოლო წლებში უკვე რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რუსული საჰაერო სივრცე სულ უფრო სახიფათო ხდება.
ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა, ამის შესახებ ICAO-ს, ყველა ავიაკომპანიასა და მთავრობას ვაცნობოთ და სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ - მაშინაც კი, თუ რუსეთი უარს ამბობს მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, როგორც ამას საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა აკეთებდეს.
ჩვენ გვინდა, თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები.
ომი რუსეთში ბრუნდება.
უკრაინა გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ახორციელებს", - წერს სიბიჰა..