ჰორმუზის სრუტეზე თითქმის სრული კონტროლი გვაქვს, ხოლო ირანის ეკონომიკა სრულად ინგრევა, როდის აპირებს ირანელი ხალხი აჯანყებას და ბრძოლას? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ABC-ის ყალბი ამბები იუწყებოდა, მე ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას არ ვცდილობ. სულ არ მაინტერესებს, ხელს მოაწერენ თუ არა ისინი მათთვის არაფრისმომცემ შეთანხმებას. ახლა ჩვენი პოზიცია გაცილებით მეტად მომწონს - ჰორმუზის სრუტეზე თითქმის სრული კონტროლი გვაქვს, ხოლო მათი ეკონომიკა სრულად ინგრევა. ისინი უბრალოდ გარდაუვალ შედეგს ელოდებიან. როდის აპირებს ირანელი ხალხი აჯანყებას და ბრძოლას?“ - წერს დონალდ ტრამპი.