უნგრეთი ღრმად შეშფოთებულია ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების მზარდი რაოდენობითა და ინტენსივობით, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
ანიტა ორბანის თქმით, უნგრეთი გერმანიას მხარდაჭერას უცხადებს. ორბანმა გერმანიას სრული სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთი „მზად არის, პარტნიორს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში მხარი დაუჭიროს.
"უნგრეთი ღრმად შეშფოთებულია ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების მზარდი რაოდენობითა და ინტენსივობით. გერმანიაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები ქცევის სულ უფრო სახიფათო და დაუფიქრებელ ტენდენციაზე მიუთითებს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებასა და მდგრადობას.
უნგრეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს გერმანიას და მზად არის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს პარტნიორს მხარი დაუჭიროს. ამ გამოწვევების წინაშე, ევროკავშირისა და ნატო-ს მდგრადობის, ერთიანობისა და კოლექტიური მზადყოფნის გაძლიერება დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია", - წერს ანიტა ორბანი.