აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს განუცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქება ან სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი ვიდრე მოსკოვი უკრაინაში ომს არ დაასრულებს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა.
ბესენტი და სილუანოვი შეხვდნენ ერთმანეთს G20-ის ფინანსთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ეშვილში გაიმართა.
Reuters-ის ცნობით, ბესენტსა და სილუანოვს შორის შეხვედრის მთავარი თემა დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმა იყო. სილუანოვმა ორმხრივი ინტერესების საკითხებზე საუბარი სცადა, თუმცა ბესენტმა საუბარი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ „ომის დასრულებამდე არაფერი იქნება შესაძლებელი“.
სილუანოვის G20-ის შეხვედრაზე დასწრებას ევროპელი ოფიციალური პირების უკმაყოფილება მოჰყვა. ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-ის გადაწყვეტილება, სილუანოვი შეხვედრაზე მიეწვია, გააკრიტიკეს. გერმანიის ვიცე-კანცლერმა ლარს კლინგბაილმა რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო საჯაროდ დაგმო და უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის პოზიციის გამო, რომელმაც ასეთი სტუმრის მიღება დაუშვა.
რუსეთის ფინანსთა მინისტრი G20-ის სამიტში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად მონაწილეობდა.