არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ობიექტზე ირანის თავდასხმას გმობს და მას „სერიოზულ ესკალაციას“ უწოდებს. იუწყება Reuters
უწყების განცხადებით, თავდასხმა საფრთხეს უქმნის არაბთა გაერთიანებული საამიროების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
საამიროებმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ირანული დრონი გაანადგურა.
ირანმა აშშ-ის ობიექტებზე დარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც ვაშინგტონმა ირანის ლარაკის კუნძულზე სამხედრო სამიზნეებს დაარტყა. თეირანი აცხადებს, რომ მისი მოქმედებები აშშ-ის დარტყმებზე პასუხს წარმოადგენს.
აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების ახალი ესკალაცია რეგიონში რამდენიმე კვირიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ დაიწყო.