რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკოზე დაყრდნობით იუწყება.
მისივე თქმით, ოლქზე იერიში 60-ზე მეტმა დრონმა მიიტანა.
დროზდენკომ 02:06-ზე „უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის“ შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაძლოა მობილური ინტერნეტის სიჩქარე შემცირებულიყო.
03:41-ზე მან განაცხადა, რომ ლენინგრადის ოლქის თავზე, 30 დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, მონიტორინგის არხების ცნობით, დრონის/რაკეტის დარტყმა კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზზე“ განხორციელდა.