უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი კვლავ გადაიდო.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წერს.
„ჩემი წყაროების ინფორმაციით, უიტკოფისა და კუშნერის დიდი ხნის წინ დაანონსებული ვიზიტი უკრაინაში გადაიდო, თუმცა არ გაუქმებულა - მიზეზი გასულ კვირას კიევზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების გაძლიერებაა“, - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის დამოუკიდებლობითვის კიევში ჩასვლას გეგმავდნენ.