22 აგვისტოს ღამით რუსეთის სამარის ოლქში დრონების თავდასხმის შემდეგ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედია ASTRA და მონიტორინგის Telegram-არხები ავრცელებენ.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ღამით ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.
ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შედის „როსნეფტის“ ჯგუფში და ვოლგისპირეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8,8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს.
ქარხანა სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის - რეაქტიული ძრავებისთვის განკუთვნილ საწვავს, რომლითაც რუსეთის საოკუპაციო არმიას ამარაგებს.