22 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად, წარმატებით დაარტყეს რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში Ozon-ის ლოგისტიკურ ჰაბს, რის შედეგადაც ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია მონიტორინგის Telegram-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დრონების დარტყმის შედეგად კომპლექსის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა სწრაფად მოიცვა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ობიექტის თავზე კი კვამლის სქელი სვეტი გამოჩნდა.
ჩაპაევსკში მდებარე ლოგისტიკური ჰაბი, რომლის ფართობიც 135 ათასი კვადრატული მეტრია, ვოლგისპირეთში ერთ-ერთი უდიდესი სასაწყობე ობიექტია. მის მშენებლობაში დაახლოებით 5 მილიარდი რუბლის ინვესტიცია განხორციელდა.
Ozon-ი რუსეთის ონლაინვაჭრობის ბაზარზე სიდიდით მეორე მარკეტპლეისია და მხოლოდ Wildberries-ს ჩამორჩება.