აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ნატო-ს სამიტიდან ანკარაში დაბრუნებისას, ამერიკული დელეგაციის აბსოლუტური უმრავლესობისგან ფარულად, სხვა თვითმფრინავით იფრინა და განაცხადა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურების დაჟინებული მოთხოვნით მოხდა.
ამის შესახებ CNN იუწყება.
ნატო-ს სამიტიდან მისი დაბრუნების „სპეცოპერაციასთან“ დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე ტრამპმა დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურების მითითებებს დაემორჩილა.
„მე უბრალოდ ისე მოვიქეცი, როგორც მათ სურდათ. მე საიდუმლო სამსახურისა და სამხედროებს მითითებებს დავემორჩილე. მათ სურდათ, რომ იგივე დონის უსაფრთხოების მქონე სხვა თვითმფრინავით მეფრინა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„ვფიქრობ, გარკვეული საფრთხე არსებობდა. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ბევრი არ მიკითხავს. უამრავ მუქარას ვიღებ“, - დასძინა მან.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, სწორედ ის თვითმფრინავი, რომლითაც თავად გაფრინდა, უფრო დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.
ცნობისათვის, რომ ორშაბათს The Washington Post-მა წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ტრამპი ანკარაში ნატო-ს სამიტიდან არა პრეზიდენტის ოფიციალური თვითმფრინავით, არამედ სხვა სამხედრო თვითმფრინავით დაბრუნდა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ ირანი მის ლიკვიდაციას შეეცდებოდა.