რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიადაგს ამზადებდა, რათა ირანზე გამარჯვების შესახებ გამოეცხადებინა, თუმცა თეირანმა უფრო მკაცრი პირობები წამოაყენა. ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპი თავის უახლოეს მრჩევლებთან არაოფიციალურ საუბარშიც კი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მზად იყო, ბირთვულ შეთანხმებაზე უარი ეთქვა.
თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ მიზნის მიღწევა გართულდა მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ამ დრომდე ყველაზე მკაცრი პირობები წამოაყენა.
ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ტრამპი მოთმინებას იჩენს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მა ირანთან მიმართებით ყველა სამხედრო მიზანს მიაღწია. მისი თქმით, ამჟამად ამერიკის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიოში ენერგორესურსების შეუფერხებელი მიმოქცევის უზრუნველყოფაზე და სამხედრო ვარიანტებს კვლავ განიხილავს, თუ ირანი გემებზე თავდასხმებს გააგრძელებს.