აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან შეხვედრისას, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ასობით დამატებითი რაკეტის მიწოდებაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ ტრამპს Patriot-ისთვის ასობით დამატებითი ჩამომგდები რაკეტა სთხოვა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
წყაროების ინფორმაციით, ტრამპმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აშშ-ის მარაგებში ჩამჭრელი რაკეტების ეფიციტია და ისინი ამჟამად საჭიროა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ობიექტებისა და აშშ-ის რეგიონული მოკავშირეების დასაცავად, ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის ფონზე.
ამასთან, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Patriot-ისა და THAAD-ის სისტემებისთვის განკუთვნილირაკეტების მარაგები მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, პენტაგონის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია უარყო და ჟურნალისტები „ფეიკების გავრცელებაში“ დაადანაშაულა.
მანამდე CNN იტყობინებოდა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის განმავლობაში ამერიკულმა ძალებმა THAAD-ის რაკეტების დაახლოებით 80%, ხოლო Patriot-ის რაკეტების დაახლოებით 65% გამოიყენეს.