მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულს, ემი დიაზს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა საიმინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
მხარეებმა ისაუბრეს მომავალ ნაბიჯებზე და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა.
შეგახსენებთ, ემი დიაზი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.