პოლონეთი უახლოეს პერიოდში უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დამატებითი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკის თქმით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთის Х-101 ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
„ამ ინციდენტის შემდეგ რაც შეიძლება მალე განვიხილავთ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების საკითხს, კერძოდ, Patriot-ის სისტემებისთვის მორიგი რაკეტების გადაცემას, თუ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა ტუსკმა.
როგორც ცნობილია, 28 ივლისს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასწრაფოდ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ჩამჭრელი რაკეტების პაკეტის გამოყოფა სთხოვა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრისას განიხილეს Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი.