ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი. იყო.
"ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი, რაც კი ოდესმე მქონია შეერთებული შტატების პრეზიდენტთან" - განაცხადა ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ .
მისი თქმით, მხარეებმა ირანსა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე მჭიდრო კოორდინაცია განიხილეს.
„ეს იყო საუბარი სრული პარტნიორობით და ურთიერთმხარდაჭერით, საერთო მიზნის მკაფიო გაცნობიერებით, უზრუნველვყოთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს, ასევე მივაღწიოთ სხვა მიზნებსაც. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი, რაც კი ოდესმე მქონია შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ეს იყო შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა იდეები და შეგვეთანხმებინა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლისთვის,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში, რომელიც მისმა ოფისმა დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ორივე ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა შეხვედრას „პოზიტიური და ნაყოფიერი“ უწოდა.
ისრაელის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ლიდერებმა ასევე განიხილეს აშშ-ისა და ისრაელის თანამშრომლობა და ახლო აღმოსავლეთში არსებული სხვადასხვა შესაძლებლობები.