აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპის თქმით, გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, ვისაც კი ოდესმე იცნობდა“.
„ის ყოველთვის დაუღალავად მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვენატრება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სენატორი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, 71 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა.