შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბახუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.
ბახუაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. განკარგულება ძალაში 6 ივლისიდან შევიდა.
გიორგი ბახუაშვილი შინაგანს საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიმდინარე წლის 10 ივნისს დაინიშნა. მანამდე, 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენერალური ინსპექციის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
წლების განმავლობაში, გიორგი ბახუაშვილი, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვას ხელმძღვანელობდა.