კირ სტარმერი გადადგება, მან ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში დიდი კრახი განიცადა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, სტარმერმა ორ მნიშვნელოვან საკითხში, იმიგრაცასა და ენერგეტიკაში, წარუმატებლობა განიცადა.
„კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება. მან ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში - იმიგრაციასა და ენერგეტიკაში (ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის გახსნა!) დიდი კრახი განიცადა. მე მას წარმატებებს ვუსურვებ!“, - წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, დღეს, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს.