ირანის მიერ ყალბი მედიისთვის გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ირანის მიერ ყალბი მედიისთვის გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან.
ის, რაც მათ განაცხადეს, მათ შორის მათი სუსტი და საცოდავი განცხადება შეთანხმების არსებობის შესახებ, სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის.
ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია. მათ შემთხვევაში კეთილსინდისიერი მოლაპარაკება უბრალოდ არ არსებობს. გასაოცარია!
ასევე, მათი სრულიად წარუმატებელი დრონებით შეტევა წუხელ, ჰორმუზის სრუტიდან გამომავალი ინდური გემების წინააღმდეგ, სრულიად მიუღებელია.
ისინი გონს უნდა მოეგონ და ეს ძალიან სწრაფად უნდა გააკეთონ!“ - წერს ტრამპი.