მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი