ისრაელმა სამშაბათს გააგრძელა იერიშები სამხრეთ ლიბანზე და განაგრძო კამპანია ჰეზბოლას წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა, თავი შეეკავებინა ბეირუთზე თავდასხმისგან, რათა თავიდან აეცილებინა ესკალაციის გაღრმავება სამთვიანი ომის ფონზე. იუწყება Reuters
ტრამპის ჩარევის შემდეგ ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ისრაელი თავს შეიკავებდა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე დაგეგმილი დარტყმებისგან, სადაც ჰეზბოლას გავლენა ძლიერია, ხოლო თავის მხრივ დაჯგუფება შეწყვეტდა ისრაელზე შეტევებს.
ტრამპის ჩარევის შემდეგ, ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ისრაელი თავს შეიკავებს “ჰეზბოლას” მიერ კონტროლირებად ბეირუთის სამხრეთ უბნებზე დარტყმებისგან, ხოლო ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს შეაჩერებს.
ირანმა მოითხოვა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა გახდეს ნებისმიერი ფართო შეთანხმების ნაწილი აშშ-სთან, რომელიც მიზნად ისახავს სამი თვის წინ დაწყებული ომის დასრულებას.