ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დედამ არასრულწლოვანი შვილი დანით მოკლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
მედიის ცნობით, დანაშაული გუშინ, 31 მაისს მოხდა. როგორც იუწყებიან, ბავშვი 7 წლის იყო.
ამ დროისთვის ქალი დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.