საფრანგეთმა და მისმა მოკავშირეებმა ატლანტის ოკეანეში სანქცირებული რუსული ნავთობტანკერი დააკავეს, განაცხადა ორშაბათს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
"ნავთობტაკნერი (The Tagor) კვირა დილით საერთაშორისო წყლებში, დიდი ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეების დახმარებით დავაკავეთ. მიუღებელია გემების მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა, საზღვაო კანონის დარღვევა და იმ ომის დაფინანსება, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 4 წელზე მეტია აწარმოებს", - განაცხადა მაკრონმა.