რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 1-ელი ივნისის ღამეს უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს.
რუსებმა ხარკოვის ორ რაიონს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, ასევე ცეცხლი გაუჩნდა ავტოფარეხებსა და ავტომობილებს.
წინასწარი ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა დრონებით. ყველაზე მეტად დაზიანდა ოსნოვიანსკისა და სლობიდსკის რაიონები.
რუსული დრონი გასულ ღამეს, ოდესაში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. თავდასხმის შედეგად შენობის პირველ და მეორე სართულებზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სხვა შესაბამისი უწყებები მუშაობდნენ. დაშავდა 4 ადამიანი.
რუსმა ოკუპანტებმა 1 ივნისის ღამეს სუმიც დაბომბეს, რის შედეგადაც დაზიანდა საბავშვო ბაღი.
წინასწარი ინფორმაციით, მტრის შეტევის შედეგად დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობა, ასევე ახლომდებარე ინფრასტრუქტურის ობიექტები. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ..