23 წლის ინდოელი სტუდენტი, დვანიტ რაჯდიპი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ინდოელი სტუდენტის ცხედარი მტკვარში იპოვეს.23 წლის სტუდენტი 14 მაისს გაუჩინარდა.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.