უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ანდრი სიბიჰამ და ანიტა ორბანმა, ჰელსინგბორგში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში პირველი პირისპირ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს ამ კვირაში გამართული ექსპერტების დონეზე ორმხრივი კონსულტაციების პირველი რაუნდი ეროვნული უმცირესობების საკითხებზე და შეთანხმდნენ მეორე რაუნდის მომავალ კვირაში ჩატარებაზე.
ანდრი სიბიჰამ აღნიშნა, რომ მხარეები აღიარებენ ამ მიმართულებით პროგრესის მნიშვნელობას და ცდილობენ კონსტრუქციული გადაწყვეტილებების პოვნას და რეალური შედეგების მიღწევას.
მისივე თქმით, მან ხაზი გაუსვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კრიტიკულ მნიშვნელობას და მოლაპარაკებების კლასტერული პროცესის დროულ გახსნას.
უკრაინის მინისტრმა უნგრელ კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესის შესახებ.
დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ უკრაინასა და უნგრეთს შორის დიალოგის განახლება პოზიტიური ნაბიჯია ორივე ქვეყნისა და მთლიანად ევროპისათვის და კოორდინაციას გააგრძელებენ სხვადასხვა დონეზე.