შვედეთში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდოვანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი "ძალიან იმედგაცრუებულია" იმ მოკავშირეებით, რომლებმაც აშშ-ს თავიანთ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს, რუბიომ განსაკუთრებით ესპანეთო გამოყო.
„თქვენ გყავთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი, რომლებიც გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას, მაშინ რატომ ხართ საერთოდ NATO-ში? ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა“, - განაცხადა მარკო რუბიომ მაიამიში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სამართლიანად უნდა ითქვას, რომ NATO-ს სხვა ქვეყნები აშშ-ს დახმარებაში აქტიურად თანამშრომლობენ, თუმცა ამ საკითხზე დამატებითი განხილვა აუცილებელია.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა NATO-სწევრები იმის გამო, რომ ისინი აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიის დასახმარებლად მეტს არ აკეთებენ. მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, შტატებმა ალიანსი დატოვოს.