უკრაინის ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. დაშავებულია კიდევ 29 ადამიანი.
დარტყმის დროს დაშავებული 15 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ პრილუკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვოლოდიმირ ჩერნოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
ჩერნოვის თქმით, მოზარდი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თვითმხილელთა თქმიტ, აფეთქების შედეგად ბიჭს ზურგისა და მუცლის არეში ნამსხვრევები მოხვდა, რის შემდეგაც ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოლქის პოლიციამ მოზარდის გარდაცვალება დაადასტურა.
„15:20 საათის მდგომარეობით ცნობილია პრილუკის სამი დაღუპული მცხოვრების შესახებ, მათ შორის არის 15 წლის ბიჭი. სამწუხაროდ, მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა 29 ადამიანი“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.