აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრემმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ერთ სატელეფონო ზარითაც კი შეუძლია უკრაინასა და ირანში ომების დასრულება.
მისი თქმით, ჩინეთი კვლავ რჩება რუსეთის ნავთობისა და გაზის მთავარ მყიდველად, რაც ხელს უწყობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინი რეჟიმის მხარდაჭერას.
გრემის განცხადებით, პეკინი ასევე ყიდულობს ირანული ნავთობის დაახლოებით 90%-ს. მისი თქმით, თუ ჩინეთი ამ შესყიდვებს შეწყვეტდა, ირანი „ეკონომიკურად ჩამოიშლებოდა“.
სენატორის შეფასებით, სწორედ ამიტომ აქვს პეკინს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, ორივე კონფლიქტის დასრულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
„პრეზიდენტ ტრამპისადმი ჩემი გზავნილია - ჩვენ თქვენს მხარეს ვართ. და თუ ჩინეთი ამას გააგრძელებს და მსოფლიო წესრიგის დესტაბილიზაციისთვის ფასს არ გადაიხდის, მაშინ ჩვენ დიდ შეცდომას დავუშვებთ“, - განაცხადა ლინდსი გრემმა.
სენატორის თქმით, მან ასევე მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს რუსეთის ნავთობისა და გაზის შეძენის გამო.