აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრაზე ირანის საკითხი წამოჭრა, თუმცა, მისი თქმით, ვაშინგტონს პეკინისთვის კონკრეტული დახმარება არ უთხოვია.
„ჩვენ ჩინეთის დახმარებას არ ვითხოვთ. მათი დახმარება არ გვჭირდება,“ - განაცხადა რუბიომ. მისი განმარტებით, საკითხი მხოლოდ იმისთვის დაისვა, რომ ჩინეთის მხარეს ამერიკის პოზიცია მკაფიოდ გასაგები ყოფილიყო.
მისი განცხადებით, აშშ-ის პოზიცია უცვლელია - ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. .
რუბიომ დაამატა, რომ ჩინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია.
„ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) წევრია და შესაბამისად, მას ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს,“ - თქვა მან.
რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ არც ერთ ქვეყანას არ სურს ირანის ბირთვული შეიარაღება და რომ აშშ ცდილობს რეალური ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით.
მისივე თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ ჰორმუზის სრუტე არ უნდა გადაიქცეს მილიტარიზებულ ზონად. მისი განცხადებით, ჩინეთმაც დაადასტურა, რომ ეწინააღმდეგება სრუტის მილიტარიზაციას და გადასახადების სისტემის შემოღებას, რაც ვაშინგტონის პოზიციასაც ემთხვევა.