უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს, კიევის მახლობლად ელიტურ მშენებლობებში 460 მილიონი გრივნის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალი წარუდგინეს.
"უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კიევის მახლობლად ელიტურ მშენებლობებში 460 მილიონი გრივნის ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს. ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაცაიში.
როგორც ირკვევა, გამოძიება მიმდინარეობდა კორუფციულ სქემაზე რომელიც ერმაკსა და „ენერგოატომს“ უკავშირდება.
მანამდე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა ცხრა პირს, რომელთა შორისაც არიან ზელენსკის გარემოცვის წევრები ტიმურ მინდიჩი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ოლექსი ჩერნიშოვი და ენერგეტიკისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო. რაც შეეხება კორუფციულ სქემას, უკრაინული მედია წერს, რომ საუბარია 100 მილიონ დოლარზე.
მანამდე გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ანრკორუფციული უწყებები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელ ანდრიი ერმაკის მიმართ.