გაერთიანებული სამეფო ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდს აგზავნის, ჰორმუზის სრუტეში გემების დაცვის შესაძლო მისიისთვის მოსამზადებლად. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცახდეს.
სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი HMS Dragon ნაღმების გაწმენდის ოპერაციებსა და გემების დაცვაში მიიღებს მონაწილეობას „მკაცრად თავდაცვითი“ გეგმის ფარგლებში.
„HMS Dragon-ის წინასწარი განთავსების გეგმა უზრუნველყოფს, რომ გაერთიანებული სამეფო მზად იყოს საფრანგეთთან ერთად, ერთობლივი ხელმძღვანელობით შექმნილი მრავალეროვნული კოალიციის შემადგენლობაში სრუტის უსაფრთხოების დასაცავად, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადეს სამინისტროში.“
ბრიტანეთი და საფრანგეთი მრავალეროვანი მისიის შექმნის ინიციატივას ხელმძღვანელობენ, რომლის მიზანიც ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამასთან, ისინი სხვა საერთაშორისო პარტნიორებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ მისიას.