უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ესაუბრა.
მისი ქმით, საუბრისას მოლაპარაკებების კლასტერების გახსნისა და შემდგომი გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრეს.
"ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას. მადლობელი ვარ უკრაინელებისა და უკრაინის მიმართ მისი მილოცვისთვის ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ასევე მთელი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპა უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უწევს.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენი ხალხის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი გზა. ამით კი დავიცავთ ყველა ევროპელი ხალხის უფლებას, იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ. რუსეთი ვერ შეძლებს ევროპის გატეხვას ან მის დაშლას - ამის მრავალი მცდელობა უკვე იყო, მაგრამ ყველა წარუმატებლად დასრულდა. ვერც ერთი ვერ მიაღწევს მიზანს.
ანტონიოსთან ერთად განვიხილეთ უკრაინის შემდგომი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა - უკრაინა დაიკავებს თავის ადგილს, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ვემზადებით მოლაპარაკებების კლასტერების გახსნისა და შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის.
ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიის ბოლო ნაბიჯებზე და აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე რუსეთთან ტყვეების გაცვლის შესახებ ფორმატში „1000-1000-ზე“.
მადლობა ევროპას უკრაინის მხარდაჭერისთვის!" - წერს ზელენსკი.