აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შესაძლოა გაგრძელდეს.
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
„შესაძლოა. ეს კარგი იქნებოდა. მინდა, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს. რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით ყველაზე მძიმე მოვლენაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყოველ თვე 25 000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება. ეს სიგიჟეა“, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა.
ტრამპის განცხადების შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინისთვის წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შეიძლება.
„დღეს, მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში ამერიკული მხარის შუამავლობით მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში 1000–1000-ზე
ასევე უნდა დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 9, 10 და 11 მაისს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის მიერ გამოცემულ განკარგულებაში ის კრემლს 9 მაისს მოსკოვში აღლუმის გამართვის ნებას რთავს.
"აღლუმის განმავლობაში (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით 10:00 საათიდან), წითელი მოედნის ტერიტორია გამოირიცხება უკრაინული იარაღის გამოყენების გეგმიდან". – წერს ზელენსკი განკარგულებაში.