სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილს გადასცემს.
ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რასტისლავ ჰოვანეცმა განაცხადა.
სლოვაკეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ფიცომ შესაძლოა პუტინისგან „ღირებული ინფორმაცია“ მიიღოს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ის ომის დასრულების მცდელობებს.
„ვფიქრობ, ახლა აუცილებელია კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან კომუნიკაცია. ევროკავშირმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ისინი იმ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყვნენ, სადაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება“, - განაცხადა ჰოვანეცმა.
მისივე თქმით, უკვე არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის დასავლეთ ევროპიდან, დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ამ საკითხზე რუს ლიდერთან დიალოგია საჭირო.
რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვს ეწვევა და ვლადიმირ პუტინს შეხვდება, თუმცა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს.