დღეს დაახლოებით 100 დრონი, ფრონტის ძირითად რაიონებში ათობით თავდასხმა და ათობით საჰაერო დარტყმა დაფიქსირდა. ეს ადასტურებს, რომ რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს ცეცხლის შეწყვეტას და მისი ერთადერთი საზრუნავი წითელ მოედანზე ხანმოკლე სიუმეა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში სამოქალაქო ობიექტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ასევე, რამდენიმე რეგიონში იკრაინის რკინიგზის ლოკომოტივებსა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განხორციელდა. უკრაინული ენერგეტიკა რუსეთისთვის მუდმივ სამიზნედ რჩება.
ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას და ერთადერთი, რაც რუსეთის ხელმძღვანელობას კვლავ აწუხებს, წითელ მოედანზე ხანმოკლე სიჩუმეა.
„რუსეთი აგრძელებს ადამიანების მკვლელობას და სრულიად არაადეკვატურად ღელავს მოსკოვის ერთ ნაწილში რამდენიმესაათიანი სიჩუმით “, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა სამართლიანად იმოქმედებს - „დღიდან დღემდე“.
„ჩვენ შევთავაზეთ ცეცხლის შეწყვეტა 6 მაისის შუაღამისას. გუშინ და დღეს რუსეთი ამ რეჟიმს არღვევს. რუსეთის თავდასხმების საპასუხოდ, ჩვენ დავაწესებთ შორ მანძილზე მოქმედ სანქციებს და რუსეთის დიპლომატიისკენ სწრაფვის სურვილის საპასუხოდ, ჩვენ დიპლომატიის გზას გავყვებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.