ამ რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი, შესაბამისად, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მოკლებულია რეალურ შესაძლებლობებს, რომ ვინმემ ამ მხრივ წარმატებას მიაღწიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ამ თემაზე საუბრისას გაიხსენა, რა უთხრა რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
„რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის ბიუროკრატიიდან, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი, ჩემთან საუბარში ახსენა ასეთი რამ: ახლა თქვენ ჩაგანაცვლებთ სომხეთით და ნახავთ მერე როგორ იქნება ამბავიო. მაშინ კი ვფიქრობდით როგორ შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა ბიუროკრატიას საქართველო სომხეთით, რა ლოგიკით და სად ხდებოდა საქართველოს ჩანაცვლება. შემდგომ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, რა გეგმით მოძრაობდნენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები ბრიუსელის ბიუროკრატიაშია, თუმცა ეს სასაცილოა. სასაცილოა იმიტომ, რომ ამას სერიოზულად უბრალოდ ვერ აღვიქვამთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.