გერმანია საჩქარებულ მილიტარიზაციას ახორციელებს და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება , - ამის შესახებ ბერლინში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მისი თქმით, გერმანია უარყოფს, რომ უკრაინის ომში ჩართული მხარე გახდა.
„გერმანია ყველა ნიშნით მიანიშნებს, რომ ემზადება რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის,“ - აღნიშნა მან.
რუსეთის ელჩის თქმით, გერმანიაში „სამხედრო სფერო მასიურად ფინანსდება როგორც ბიუჯეტიდან, ისე სესხით“.