ირანში ომის დაწყების შემდეგ პირველად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ჩინელ კოლეგას ვან ის შეხვდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ეს ჩინეთის დედაქალაქში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ომმა ნავთობის მიწოდების კუთხით ისტორიაში ყველაზე მძიმე შოკი გამოიწვია და ჩინეთის, როგორც მსოფლიოში ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორის ენერგეტიკული უსაფრთხოება შეარყია.
შეგახსენებთ, ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა პეკინში 14-15 მაისს გაიმართება.
შეხვედრაზე პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო ურთიერთობებსა და სხვა სფეროებში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.