ევროკავშირმა და სომხეთმა ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის სამიტის ფარგლებში დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
მისი განცხადებით, შეთანხმება ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.
„ხელი მოეწერა ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ტრანსპორტიდან დაწყებული ენერგეტიკითა და ციფრული ქსელებით დამთავრებული, ამას შეუძლია სომხეთი კონტინენტების გზაჯვარედინზე მდებარე სტრატეგიულ ცენტრად აქციოს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.