სრული ცინიზმია პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეხლის შეწყვეტის მოთხოვნა, როდესაც ასეთი სარაკეტო და დრონებით დარტყმები ყოველდღიურად ხორციელდება, - ამის განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის იერიშებზე კომენტირებისას.
„ღამით რუსებმა პოლტავის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ძალიან მზაკვრულად, რაკეტით განმეორებითი დაარტყეს მაშინ, როცა ადგილზე უკვე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და ხანძარს აქრობდნენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ათობით ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი მაშველი. ესენი არიან უკრაინის გმირი ვიქტორ კუზმენკო, რომელიც 50-ზე მეტჯერ მონაწილეობდა დაბომბვების შედეგების ლიკვიდაციაში, და დმიტრო სკრილი, რომელიც 20 წელზე მეტი იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურში. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, - დაწერა ზელენსკიმ
მისი ცნობით,, აგრესორის დარტყმის ქვეშ აენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.
„რუსეთმა ხარკოვის ოლქსაც დაარტყა. ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა. ვუსამძიმრებ ოჯახს. დნოპროს ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა შეტევა. სამი ადამიანი დაშავდა. პავლოგრადში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დარტყმები იყო ზაპოროჟიესა და კიევის ოლქშიც, სადაც სამი ადამიანი დაშავდა. საერთო ჯაში, ღამით რუსეთის მთავარი სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.
რუსეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ცეცხლი და ეს შეაჩერებს ომს და ჩვენს პასუხს. საჭიროა მშვიდობა მის მისაღწევად რეალური ნაბიჯების გადადგმა. უკრაინა ანალოგიურად იმოქმედებს“, - აცხადებს ზელენსკი.